top of page
Search

გაიგეთ, ინდუსტრიული სექციური კარების რა სახეობები არსებობს და რომელი გესაჭიროებათ თქვენ

ინდუსტრიული სექციური კარი ძირითადად გამოიყენება ლოჯისტიკურ და სამეწარმეო ცენტრებში, სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში, სამაცივრე მეურნეობებში და საწყობებში.


ავტოფარეხის სექციური კარებისგან განსვავებით, იგი გამოირჩევა სიმძლავრით, ზომით, აწევის მექანიზმით და მოძრაობის ტრაექტორიით. ასევე შესაძლებელია ინდუსტრიულ კარზე დაყენდეს დამატებითი კარი.


არსებობს ინდუსტრიული კარის სამი ძირითადი ტიპი მოძრაობის ტრაექტორიის მიხედვით:


1) ვერტიკალური აწევა VL (vertical lift) - იდეალურია სივრცეში სადაც გაბარიტული სიმაღლე არ არის შეზღუდული. ვერტიკალური აწევის დროს კარი ადის ყოველთვის ზევით და მოხვევის გარეშე. მანევრიდან გამომდინარე მას ქვია ვერტიკალური აწევა.



2) ნორმალური აწევა NL/SL (normal/standard lift) - ეს მექანიზმი არის ყველაზე ხშირად გამოყენებადი, იგი თითქმის ყველა განლაგების სივრცეში ყენდება. ასეთ დროს კარი ასვლისთანავე გადადის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ხოლო მოხვევას სჭირდება დაახლოებით 25სმ.


3) მაღალი აწევა HL (high lift) - ერგება ისეთ სიტუაციას სადაც არის დამატებითი სივრცე. ასეთ დროს კარი ადის ვერტიკალურად გარკვეულ (რასაც შენობის ჭერის სიმაღლე იძლევა) სიმაღლეზე და შემდეგ აკეთებს ბრუნს ჰორიზონტალურად.




Teledoor გთავაზობთ ინდუსტრიული (სამეწარმეო) კარების შემდეგ მოდელებს:

bottom of page