იცოდით თუ არა, რომ ჩვენ მხოლოდ 5%-ით ვიყენებთ ავტომობილს, დანარჩენი 95% ის არის გაჩერებულ მდგომარეობაში. შესაბამისად მიზანშეწონილი იქნება თუ ამ პერიოდის განმავლობაში მანქანა იქნება უსაფრთხოდ, ავტოფარეხში. კითხვაზე თუ რატომ არის საჭირო ავტოფარეხი ჩვენ გვაქვს 7 პასუხი. ხოლო რატომ უნდა გვეყენოს ავტოფარეხში სექციური კარი მაგასაც გაგიმხელთ.
1. თქვენ უფრთხილდებით თქვენ ავტომობილის ინვესტიციას
2. ავტომობილი არის უსაფრთხოდ
3. ფარეხი იცავს ავტომობილს მზის სხივებისგან და ტემეპერატურული ცვლილებებისგან
4. სეტყვის დროს მას არ ემუქრება არაფერი
5. დაცულია ვანდალიზმისგან
6. პარკირება არის უსაფრთხო, სხვა მანქანების დაზიანებისგან დაცული
7. მოსახერხებელია, არ დაგჭირდებათ წრეების რტყმა და ადგილის ძებნა, ხოლო კერძო სახლის შემთხვევაში არ მოგიწევთ ეზოში მანქანის გაჩერება და ხედის გაფუჭება.
რაც შეეხება სექციური კარის უპირატესობას, თითქოს ნათელია მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ გადავხედოთ
1. აფტოფარეხის კარის გასაღებად მანქანიდან გადასვლა არ არის საჭირო
2. თქვენ შეგიძლიათ მართოთ ავტოფარეხის სექციური კარი პულტით ან ტელეფონის აპლიკაციით.
3. თუ მანქანაში ზიან ბავშვები, კარების გასაღებად არ მოგიწევთ მათი მარტო დატოვება (თუნდაც ცოტა ხნით)
4. უამანინდობის, წვიმის დროს არ მოგიწევთ გადასვლა და დასველება
5. არ დაისვრით ზედმეტად ხელებს ბოქლომზე ან ურდულზე
6. ვიზუალურად თქვენი ფარეხი გაცილებით უკეთ გამოიყურება
7. საკუთარი სახლის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ სახლის დიზაინი მიუსადაგოთ ავტოფარეხის სექციური კარის დიზაინს.
Comments